ნიგერიის ცენტრალური პლატოს რეგიონში 86 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ცენტრალური პლატოს რეგიონში 86 ადამიანი მოკლეს, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ცენტრალური პლატოს რეგიონის ადგილობრივი პოლიციის განყოფილების წარმომადგენლის განცხადებით, შეტაკება მოხდა ფუბლუს მომთაბარე მესაქონლეების ტომსა და რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებს შორის. პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, ჯერ კიდევ გასული კვირის ხუთშაბათს დაიწყო, რასაც ეთნიკური და რელიგიური სახის კონფლიქტიც დაემატა. სოფელში მომხდარი შეტაკების დროს, ასევე მოხდა ხანძარი, რის შედეგად 50 სახლია გადამწვარი.
მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო, რომლის მიხედვითაც, საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე მოსახლეობას გარეთ გასვლა ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში მიწისა და რესურსებისთვის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ მოკლული მოქალაქეების რაოდენობას ბევრად აღმატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები