საბერძნეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, საბერძნეთის პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.
აშშ-ის გეოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მეტონიდან 26 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად ნგრევასა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები