აშშ, ჩრდილოეთ კორეას დენუკლერიზაციის შესრულების გრაფიკს უახლოეს დღეებში წარუდგენს

ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ კორეას, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის შესრულების გრაფიკს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია-საშუალებები, პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებენ.
პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მალე გაიგებს, მზადაა თუ არა ჩრდილოეთ კორეა კითილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის თვალსაზრისით.
„ამერიკის შეერთებული შტატები, ოფიციალურ ფხენიანს 12 ივნისს, სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესრულების გრაფიკს წარუდგენს, ისევე, როგორც კონცეფციას თუ როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმებები“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, თუ რა ვადებში უნდა განხორციელდეს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები