ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მედია-საშუალებები ავრცელებენ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მხოლოდ 30%.
გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს. „სახალხო ალიანსმა“, რომელშიც ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ შედიან, ქვეყნის პარლამენტში არსებული ადგილების უმეტესობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში გუშინ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები