ბაშარ ალ ასადი: სირიას 2013 წლიდან ქიმიური იარაღი აღარ გააჩნია

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს ეთერში განაცხადა, რომ ბრალდება სირიის არმიის მიერ, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, სხვა ქვეყნების სამხედრო ინტერვენციის საბაბია.
ბაშარ ალ-ასადის თქმით, ის ქვეყანას საკუთარი ძალებით აღადგენს.
“საკმარისი ძალები გვაქვს, ქვეყანა აღვადგინოთ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ომი მიმდინარეობს“, – განაცხადა ასადმა.
მისივე განცხადებით, ქვეყნის აღდგენას, შესაძლოა, იმაზე დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. ასადის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა 2021 წელს სირიაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები