ერდოღანი: ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი დემოკრატიულ რევოლუციას აწყობს
,,ამ არჩევნებს გააჩნია განსაკუთრებულობა, ამ არჩევნების დამსახურებით, თურქეთი აწყობს პრაქტიკულად, დემოკრატიულ რევოლუციას”, – ამის შესახებ თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მან ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ამასთან, ერდოღანმა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ამომრჩევლის აქტიურობა აჩვენებს, თუ რამდენად დაწინაურდა თურქეთის დემოკრატია.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 6 საპრეზიდენტო კანდიდატი და 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.