თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 6 საპრეზიდენტო კანდიდატი და 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც იბრძვის. მისი მთავარი კონკურენტი „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი მუჰარემ ინჯეა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 18 აპრილს გამოაცხადა.

ცნობისთვის, 23 ივნისს ოპოზიციამ სტამბულში მიტინგი გამართა, რომელშიც 5 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები