ვატიკანის ყოფილმა სასულიერო პირმა სასამართლო პროცესზე საბავშვო პორნოგრაფიისადმი ლტოლვა აღიარა

ვატიკანის ყოფილმა სასულიერო პირმა, რომელიც ვაშინგტონში არსებულ ვატიკანის საელჩოში დიპლომატად მუშაობდა, სასამართლო პროცესზე საბავშვო პორნოგრაფიაში ჩართულობა აღიარა.
კარლო ალბერტო კაპელამ, რომელიც ვატიკანში, რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს, აღიარა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ, მას „ავადმყოფური“ ლტოლვა გაუჩნდა საბავშვო პორნოგრაფიის მიმართ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი რამით ის წარსულში გატაცებული არასოდეს ყოფილა. კარლო ალბერტო კაპელას მტკიცებით, მისი ავადმყოფური ლტოლვის განვითარება იმან გამოიწვია, რომ ვაშინგტონის საელჩოში თავს უბედურად გრძნობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები