აშშ სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებსა და გაცვლით პროგრამებს განუსაზღვრელი ვადით წყვეტს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი სამხედრო წვრთნები და გაცვლითი პროგრამები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან სინგაპურში ჩატარებული შეხვედრის შედეგების მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ და სამხრეთ კორეასთან მიღწეული თანხმობის შედეგად, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო“, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, გაუქმებულია სამხრეთ კორეასთან არსებული FREEDOM GUARDIAN-ის და საზღვაო ქვეითთა გაცვლითი პროგრამები, რომლებიც თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები სამხრეთ კორეასთან აღარ ჩატარდებოდა, ჩრდილოეთ კორეის დენუკლერიზაციის პროგრამის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები