რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს პატიმრობა მიესაჯა
რუმინეთში მმართველი სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ლივიუ დრაგნეას, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამწლინახევრით პატიმრობა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების ხელშეწყობის გამო მიესაჯა.
დრაგნეა, რომელიც მოქმედი პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერიცაა, ასევე იმის გამო გაასამართლეს, რომ მისი პარტიის წევრ ორ ქალბატონს ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან დამატებით ხელფასი ერიცხებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, დრაგნეას პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შესაძლებლობა სამუდამოდ შეეზღუდა.