ბოლო ორი დღის მანძილზე, ლიბიის სანაპიროებთან 220 მიგრანტი დაიხრჩო

ლიბიის სანაპიროსთან, 2 დღის მანძილზე, გასაბერი ნავების ჩაძირვის შედეგად, 220 მიგრანტი დაიხრჩო. ამის შესახებ, მედია-საშუალებებს, გადარჩენილმა მიგრანტებმა განუცხადეს.

ლიბიის სამაშველო სამსახურის განცხადებით, ბოლო ორი დღის მანძილზე, ლიბიელმა მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 762 მიგრანტი გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიისკენ მიმავალი მიგრანტებით სავსე გასაბერი ნავები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გაურბიან, ხშირად იძირებიან ლიბიის სანაპიროებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები