თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 14 წევრი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 14 წევრი დააკავა, რომლებიც კვირას დაგეგმილ არჩევნებზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.

ანტი-ტერორისტული რაზმის წევრებმა თურქეთის დედაქალაქის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია პარალელურ რეჟიმში ჩაატარეს და 14 პირი დააკავეს. დაკავებულები ამ ეტაპზე პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
თურქეთის უშიშროების სამსახურები, მოახლოებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ხშირად ატარებენ სპეცოპერაციას ტერორისტული აქტებისა და უკანონო ქმედებების პრევენციის მიზნით. ბოლო წლებში ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა, მათ შორისაა სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტი, რა დროსაც 39 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები