შვეიცარია-ბრაზილიის მატჩის მიმდინარეობისას უგანდაში 4 ადამიანი მოკლეს

უგანდაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ყურების დროს მომხდარი ჩხუბის გამო, 4 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ჩხუბში მონაწილე 15 ლტოლვილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით სამხრეთ სუდანიდან არიან.

პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, ჩხუბი შვეიცარია-ბრაზილიის მატჩის დროს დაიწყო და ეთნიკურ ნიადაგზე კიდევ უფრო გამწვავდა.

მომხდარის შედეგად გარდაცვლილია 3 მამაკაცი და 13 წლის მოზარდი.

შეგახსენებთ, რომ უგანდას მთავრობამ, სამხრეთ სუდანში 5-წლიანი სამოქალაქო ომის გამო, 1.4 მილიონი ლტოლვილი შეიფარა. სამხრეთ სუდანში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის გამო, უკვე გარდაცვლილია ათობით ათასი ადამიანი, ხოლო 12 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები