ხორავას საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია ახსნა-განმარტებების მოსმენას ხვალიდან იწყებს

პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისია, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებების მოსმენას ხვალ იწყებს.
„ხვალ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია იწყებს ახსნა-განმარტებების მოსმენას 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით რამდენიმე ათას გვერდ მასალას, შევისწავლეთ სასამართლოს და შსს/პროკურატურის საქმეები, ხოლო ხვალიდან დავიწყებთ უშუალოდ ფიგურანტებთან (დაზარალებულები, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, მოწმეები) შეხვედრებს და ახსნა-განმარტებების მოსმენას.
ეს არის ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც მე როდესმე „დამვალებია“. იმედი მაქვს, რომ ზუსტად ასევე ფიქრობენ კომისიის სხვა წევრებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს გავართმევთ თავს და ბოლომდე ავხდით ფარდას, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და შემდეგ სამართალდამცავ სტრუქტურებში, რამაც გამოიწვია უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა საზოგადოებაში. წარმატებები ჩვენ!
პ.ს. იმედია, ამ მუშაობის რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა და კეთილგონიერება, რომ კომისიაზე არ მიიტანოს პოლიტიკური და სხვა სახის შეტევები. ასევე იმედი მაქვს, რომ ყველა სტრუქტურას, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან ეყოფა კეთილოგინიერება, რომ ხელი არ შეუშალოს კომისიის მუშაობას და ხელი შეგვიწყოს სიმართლის დადგენაში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რეალურად, მიუხედავად ყველა პოტენციური ხელისშეშლისა ამ საქმეში საკმარისი მასალაა სიმართლის დასადგენად, ხოლო საზოგადოებრივი ინტერესი იმხელაა, რომ ვერავინ შეეწინააღმდეგება ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას“, – წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები