სერგი გვარჯალაძე, ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, ქუჩის მუსიკოსების თემაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
როგორც გვარჯალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, საუბარია კოორდინაციაზე, ხელშეწყობაზე და არა ქუჩაში მუსიკის დაკვრის აკრძალვებზე.
„ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარია არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს, მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას, შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ, სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტ სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ, საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“ – წერს სერგი გვარჯალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სერგი გვარჯალაძემ, ქუჩის მუსიკოსების თემაზე, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები