სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ირანის ბირთვული შეთანხმებისა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია განიხილეს.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო გუტიერესმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროსთან ერთად სირიაში სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობს. ამ ეტაპზე, შეხვედრის შინაარსის შესახებ დამატებით დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, სოჭში კონფერენცია ჩატარდა, სადაც დამსწრე მხარეებს შორის, სირიაში მშვიდობის დამკვიდრების შესახებ დისკუსიები გაიმართა და კონსტიტუციური კომიტეტის შექმნა გადაწყდა, რომელიც ხსენებულ საკითხზე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები