გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
როგორც „კვირას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ აღნიშნულ პოსტზე, გიორგი გოგაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს, გოგაძესთან შეთანხმების გარეშე წარუდგინა.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარადგინა მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გოგაძე. გიორგი გოგაძე მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციას გამოცხადებული ნდობისთვის, თუმცა, წარდგენა მთავარი პროკურორის კანდიდატად მოხდა მასთან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე. გიორგი გოგაძის სამომავლო გეგმებში არ შედის აღნიშნული თანამდებობის დაკავება და, შესაბამისად, ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას” – განუცხადეს „კვირას“ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები