გერმანიაში, საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა.
რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკას, BAMF-ის ინფორმაციით, 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა მოქალაქემ მოითხოვა, (იანვარ-აპრილში 2 087) რაც მთლიანი მაჩვენებლის 3,3%-ს შეადგენს.
ამასთან, 5 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი 68 368 უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 17 587 სირიის მოქალაქე იყო; 6 900 – ერაყის მოქალაქე; 4794 – ნიგერიის მოქალაქე. ათეულში ასევე შედიან ავღანეთი – 4 210 მოქალაქე; ირანის ისლამური რესპუბლიკა – 3 598 მოქალაქე; თურქეთი – 3 191 მოქალაქე; სომალი – 2 470 მოქალაქე და ა.შ.