„ველოდებით, რომ ფრანგული კომპანიები საქართველოთი დაინტერესდებიან“

საქართველოს ფრანკოფონები, რომლებიც ძალიან მცირეოდენი ვართ, ველოდებით, რომ ფრანგული კომპანიები საქართველოთი დაინტერესდებიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ბიზნესმენების ჩამოსვლა საქართველოში და აქ წარმოების დაწყება, ხელს შეუწყობს ფრანგული ინვესტიციების განვითარებას ქვეყანაში. “გასული წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტრო იბრძვის, რომ სასამართლოს რეფორმირება მოხდეს, ჩვენ შევძელით სასამართლოს დეპოლიტიზება, ეს ხელს შეუწყობს მეწარმეებს, მოახდინონ თავიანთი ინტერესების დაცვა სასამართლოში, როდესაც ისინი მართლები არიან”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში გეგმავს ჰააგის კონვენციის რატიფიცირებას, რაც ბიზნესდავების საერთაშორისო არბიტრაჟის ფარგლებში გადაწყვეტას უკავშირდება.
წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროში ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს, რომელიც ბიზნესსაწარმოების დარეგისტრირებას ძალიან მარტივს ხდის.
“პატარა საწარმოს დარეგისტრირება, შესაძლებელია 8-10 საათში. ხოლო დიდი საწარმოსი – 24 საათში. გადასახადი არის ძალიან დაბალი. ჩვენ შეგვიძლია თვეში დავარეგისტრიროთ 300-მდე კომპანია. ვცდილობთ, ეს სისტემა გამჭვირვალე იყოს. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მერვე ადგილზეა და ჩვენ ამით ვამაყობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები