თალიბანის მებრძოლებმა თავდასხმისას 14 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს
ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინცია ფარიაბში „თალიბანის“ მებრძოლებმა ბლოკ-პოსტზე თავდასხმისას, 14 სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ეროვნული არმიის 14 ჯარისკაცი ბლოკ-პოსტზე თავდასხმისას მოკლეს. განადგურებულია ბლოკ-პოსტზე არსებული შეიარაღებაც“, – განაცხადა პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, ეს უკვე მეორე მასიური თავდასხმაა ავღანელ სამხედროებზე მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ავღანეთის მთავრობასთან დადებული ზავის ვადის გაგრძელებაზე უარი თქვა.