ეგვიპტის სამხედრო ძალებმა 32 რადიკალ-ისლამისტი გაანადგურეს

ეგვიპტის სამხედრო ძალებმა, მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, სინაის ნახევარკუნძულზე 32 ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს. მომხდარის შესახებ განცხადებას ეგვიპტის სამხედრო ძალები ავრცელებს.
სპეცოპერაციისას, ეგვიპტელმა სამხედროებმა, რამდენიმე პირიც დააკავეს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით.
სინაის ნახევარკუნძულზე ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამ დრომდე ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია 300-მდე ექსტრემისტი.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის მთავრობა, სინაის ნახევარკუნძულზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც ანტი-ტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს. ამ დროისთვის ასობით რადიკალ-ისლამისტია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები