ინდოეთში ავტოავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა. ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის წევრები დაკრძალვაზე მიდიოდნენ, სატვირთოს შეეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო 8 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები