ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო პოლიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორის კამერებში გამოკეტილი მცირეწლოვანი ბავშვების ამსახველი კადრების ხილვა, მისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მან ასევე გააკრიტიკა მიგრანტი მშობლებისა და მათი შვილების იძულებით დაშორების პოლიტიკა.
„გისოსებიან კამერებში გამოკეტილი პატარა ბავშვები, ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო. ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და ამას ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით. ამ საკითხის მიმართ დიდ ბრიტანეთს სხვანაირი მიდგომა გააჩნია“, -აღნიშნა ტერეზა მეიმ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ათასობით მიგრანტი ბავშვი იძულების წესით დააშორეს მშობლებს მექსიკის საზღვართან, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მთელს მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები