საუდის არაბეთის სამხედრო კოალიციამ იემენის ქალაქ ჰოდეიდადში მდებარე აეროპორტის ყველა პოზიცია აიღო
იემენში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად, არაბულმა კოალიციამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი საპორტო ქალაქ ჰოდეიდადის აეროპორტი და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დაბომბვები ქალაქში ახლა უკვე საცხოვრებელ რაიონებში გრძელდება, სადაც ჯერ კიდევ ჰუსიტების სამხედრო შენაერთები არიან განლაგებული. ანალიტიკოსების განცხადებით, თუ ბრძოლები უახლოეს დღეებში არ შეწყდება, ქვეყანას უმძიმედი ჰუმანირატული კრიზისი ელის, რადგან ჰოდეიდადი ქვეყნის უმსხვილესი საპორტო ქალაქია. სწორედ ჰოდეიდადის პორტის მეშვეობით მარაგდება იემენის უმთავრესი ქალაქების მოსახლეობა საკვები პროდუქტებით.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთისა და არაბეთა გაერთიანებული საემიროების სამხედრო კოალიციამ იემენში აქტიური სამხედრო მოქმედებები განაახლა და მთავრი საპორტო ქალაქი ჰოდეიდადი პრაქტიკულად აიღო.
უკვე 3 წელია, რაც იემენის სამხედრო კონფლიქტში არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი ჩაერია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომი მათ სახელმწიფო უსაფრთხოებასაც დაემუქრა. იემენის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების წყალობით მოსული ჰუსიტები კი ჯერ დანებებას არ აპირებენ. სამხედრო კონფლიქტს იემენში ათასობით ადამიანი უკვე შეეწირა, ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია, რასაც კიდევ უფრო გაამწვავებს ჰოდეიდადის აეროპორტისა და პორტის პოზიციების აღება.