ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი სამშობიარო სახლში გადაიყვანეს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი იასინდა არდერნი ოკლენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვიცე-პრემიერი, უინსტონ პიტერსი ასრულებს, რომელიც ქვეყანას მომდევნო 6 კვირის მანძილზე უხელმძღვანელებს, სანამ არდერნი დეკრეტში იქნება.
შეგახსენებთ, რომ იასინდა არდერნმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ორსულად იყო მისი პარტნიორისგან ტელეწამყვან კლარკ გეიფორდისგან. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 37 წლისაა და მესამე ქალია, რომელმაც ქვეყანაში ეს პოსტი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები