ღაზას სექტორიდან წუხელ ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტის გაშვება განხორციელდა

წუხელ, ებრაელმა სამხდროებმა, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით 45 რაკეტის გაშვება დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.

ანტი-სარაკეტო სისტემამ, ისრაელის მიმართულებით გაშვებული 45 რაკეტიდან მხოლოდ შვიდის განეიტრალება მოახერხა.
პალესტინის მხრიდან განხორციელებული ქმედების საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ პალესტინური ანკლავის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების 25-მდე ობიექტი დაბომბა, რომელიც მოძრაობა „ჰამასის“ საკუთრებას წარმოადგენდა.

„გასულ ღამეს, ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართლებით, 45-მდე რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ შვიდი რაკეტის განეიტრალება მოხერხდა ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემის, „რკინის თაღის“ მეშვეობით. განეიტრალებული რაკეტებიდან სამი, ღაზას სექტორში ჩამოვარდა“, – აღნიშნა ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა.

მომხდარის შემდეგ, არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ გავრცელებულა ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.

მომხდარის შესახებ ისრაელის ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას მოძრაობა „ჰამასს“ აკისრებს და პალესტინაში მოქმედი შვიდივე ფრაქციისგან ოფიციალურად მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დადებას ისრაელთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები