სიახლე “ნიკორას” ხორცპროდუქტების მოყვარულთათვის

ნიკორა“ ახალ შეფუთვაში – მეტი კონფორტი, უცვლელი ფასი

“ნიკორამ“ მზა ხორცპროდუქტების მიმართულებით მომხმარებელს პროდუქცია ახალ, პრაქტიკულად დაცულ შეფუთვაში შესთავაზა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია სამომხმარებლო ბაზარს ახალ შეთავაზებას  უცვლელ ფასად სთავაზობს, შეფუთული პროდუქტის ფასი, ასაწონი სოსისების ანალოგიური დარჩა და მომხმარებელი იგივე პროდუქტს ძველ ფასად იღებს. ახალი შეფუთვით პროდუქტის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით “ნიკორას“ დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებში და ქსელურ მარკეტებში შეგიძლიათ. სოსისი რძიანი, ივერია, სპეც ივერია, ბავარიული სარდელი – ეს კი იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეძენაც ახალი შეფუთვითაა შესაძლებელი.

რატომ შეფუთული? პასუხი მარტივია

ზოგავთ დროს, ვინაიდან პროდუქტს არ სჭირდება  აწონვა და შესაბამისად რიგში დგომა, მაქსიმალურად დაცულია გარეშე ზემოქმედების ფაქტორებისაგან. ისე გადის ყველა გზას საწარმოდან მომხმარებლის სახლამდე, რომ არავისთან და არაფერთან უწევს შეხება. ახალი შეფუთვა მაქსიმალურად უწყობს ხელს პროდუქტის გემოვნური თვისებების და არომატის შენარჩუნებას, რასაც შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო უზრუნველყოფს. მარტივია ვადის კონტროლი.

  • „ნიკორას“ პროდუქციის ხარისხის  კონტროლი

ნედლეულის შემოტანა ხდება მსოფლიოს მასშტაბის ყველაზე მოთხოვნადი და ავტორიტეტული მწარმოებელი ქარხნებიდან, რომელთა წარმოებული ნედლეული ევროპასა და ამერიკაშიც შეაქვთ. კონკრეტული რეგიონიდან  ნედლეულის შემოტანის ნებართვას, პარალელურად, ამოწმებს საქართველოს ვეტერინალური სამსახურიც. „ნიკორას“ საწარმოში გადასამუშავებლად შესული ნედლეული, ასევე მზა პროდუქტიც  კომპანიაში არსებულ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის. თითოეული პარტიიდან ხდება ნიმუშების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის საწარმოდან დახლზე, შემდეგ კი ათი ათასობით ოჯახში.

  • „ნიკორას“ 20 წლიანი წარმატებული ისტორია

„ნიკორას“ ჰოლდინგის პირველი და  ყველაზე წარმატებული მიმართულება  ხორცპროდუქტებია და კომპანია  ხორცპროდუქტების ბაზრის 40%-იანი წილით უკვე 20 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „ნიკორა“ მუდმივად  ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და ხშირად ანებივრებს სიახლეებით. კომპანიის მთავარი მიზანი  მომხმარებელზე ზრუნვა და პროდუქციის ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნებაა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები