მუსონურმა წვიმებმა ინდოეთში 20 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთში მუსონური წვიმების სეზონის გამო, ბრაჰმაპუდრას მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და 1500-მდე სოფელი დატბორა.
ინდოეთის წყლის რესურსების მინისტრის, კეშაბ მაჰანტას განცხადებით, „ქვეყნის კონკრეტულ რეგიონებში არსებული სიტუაცია კვლავ კრიტიკულია“. მისივე განცხადებით ანალოგიური მდგომარეობაა ბანგლადეშის გარკვეულ რეგიონებში.
ქვეყნის ჰიდრო-მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარე თვეში უხვი ნალექი კვლავ მოსალოდნელია.
წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია 20 ადამიანი, ხოლო საცხოვრებელი სახლები დატბორვის გამო მილიონამდე ადამიანმა დატოვა.