ნინო ლომჯარია: მივესალმები პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდას მიესალმება. აღნიშნულ საკითხს ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიონალიზმის გასაუმჯობესებლად, გარკვეული რეფორმების გატარებაც.
“მივესალმები პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდას, ასევე, ვფიქრობ, რომ მათი სამუშაო რეჟიმიც ხშირად გაუსაძლისია და გასაუმჯობესებელია, რაც პოლიციის საქმიანობის ხარისხზეც აისახება. ვფიქრობ, რომ როგორც პოლიციელებს, ასევე, პედაგოგებს უნდა გაეზარდოთ ხელფასები, მაგრამ პარალელურად, ორივე სისტემაში შეიძლება მტკივნეული, თუმცა, აუცილებელი რეფორმებია გასატარებელი პროფესიონალიზმის გასაუმჯობესებლად, რადგან, პოლიციელთა მხრიდან რიგ შემთხვევებში უმოქმედობა, ან არასათანადო მოპყრობა და ამ ფაქტების არაეფექტური გამოძიება/ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ნდობას უკარგავს და დისკრედიტაციას უწევს ინსტიტუტს”, – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 1-ელი ივლისიდან, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები