გიორგი გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში

შს მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც გამოძიების ხარისხს გაზრდის.
ამასთან, გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე აქცენტები გააკეთა.
,,მინდა გითხრათ იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ. ეს გახლავთ, ის, რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოძიების ხარისხის გაზრდას ხელს შეუწყობს. საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი, ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული. დღეს კი, ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართათ იქითკენ რომ საგამოძიებო კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები