სუმარტაზე ბორანის ჩაძირვის შედეგად, 58 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

კუნძულ სუმატრაზე ტობას ტბაში მოძრავმა ბორანმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ ინციდენტის დროს ბორანზე 80 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს წვიმისა და ორმეტრიანი ტალღების პირობებშიც ეძებდნენ, თუმცა მხოლოდ 18 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.
სამაშველო ღონისძიებაში 100-მდე მაშველი და სამხედრო იყო ჩართული, რომლებიც ბორანის ჩაძირვის შემდეგ მალევე გადაისროლეს შემთხვევის ადგილზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ტობას ტბა ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, შესაძლოა გარდაცვლილთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. თუმცა, ქვეყნის მთავრობა ამ დრომდე ვერ ადასტურებს, იმყოფებოდნენ თუ არა ბორანზე ადგილობრივებთან ერთად ტურისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები