გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა

გლდანში, სოფელ გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

​ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.

უამინდობამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, წინასწარი მონაცემებით, 205 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს. 

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ასევე სავაჭრო ცენტრ “გალერეა თბილისი”-ს მიწისქვეშა ავტოსადგომი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები