უამინდობა თბილისში- ძლიერმა წვიმამ “გალერია თბილისი”-ის ავტოსადგომი დატბორა

უამინდობამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, წინასწარი მონაცემებით, 205 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს. 

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ასევე სავაჭრო ცენტრ “გალერეა თბილისი”-ს მიწისქვეშა ავტოსადგომი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები