უამინდობის გამო თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე მაღალი ძაბვა გაითიშა.  ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინოგზა” ავრცელებს.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ენერგოპროსთან“, პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო“, – აცხადებენ „ საქართველოს რკინიგზაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები