ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირებაა

ოზურგეთის საკრებულოსთან დაპირისპირება დილიდან დაიწყო. შენობას პოლიციის გაძლიერებული დაცვა იცავს.
საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. თუმცა, სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ენმ-ის დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე იმყოფებოდნენ, რომლებსაც საკრებულოში საკუთარ კაბინეტში შესვლა სურდათ.
ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ და იმ დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას, რომლებმაც ენმ-ის წევრზე, ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს.
ენმ-ს დეპუტატები ამბობენ, რომ მათ შენობაში შესვლა და შიმშილობის დაწყება სრუთ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები მათ არ აძლევენ.
ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები