მამუკა ბახტაძე სამთავრობო შემადგენლობას, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს

0

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამთავრობო შემადგენლობას დღეს დაასახელებს.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე, მომავალში ცვლელებს გეგმავს.
“პირველ რიგში დაველოდოთ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით წარმოადგენს ის მინისტრთა კაბინეტს. მე როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს მას დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შენიშვნები, ჩუგოშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი