პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენას ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო ეხმიანება

პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენას ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო ეხმიანება.
,, ბიზნეს-საბჭოს კომპანიები დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მომავალ პრემიერობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს, რომელიც არაერთხელ გვესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ის ჯერ კიდევ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ, ასევე გვქონდა დიდი კონფერენცია საქართველოში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მოვაწყვეთ. მიმდინარე წლის დასაწყისში ბატონი მამუკა, როგორც ფინანსთა მინისტრი ბიზნესსაბჭოს სტუმარი იყო და ჩვენ ვისაუბრეთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე საქართველოში, ძირითადად კი ყურადღება გამახვილდა ისეთი ბიზნეს ინიციატივების მომზადებაზე, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა ამერიკული კომპანიებისთვის, დააინტერესებდა მათ და საინვესტიციო პროფილს მეტად მიესადაგებოდა. ასე რომ, ჩვენ ეს ურთიერთობა უკვე მრავალი წელია გვაქვს და ბუნერივია ველოდებით მის კიდევ უფრო გაღრმავებას მამუკა ბახტაძის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსიდან გამომდინარე პრემიერმინისტრის რანგში,-განაცხადა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა მამუკა წერეთელმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ვაშინგტონში ბიზნესსაბჭოს 21-ე წლიური კონფერენცია და ამერიკის პირველი ქართული ღვინის ფორუმი, სადაც ბიზნესსაბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ღონისძიების აქტიური მონაწილე როგორც საპატიო სტუმარი და მთავარი გამომსვლელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები