QNET -ი: კომპანია QNET -ი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და მას ეკა ბესელიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონია

კომპანია QNET -ი,,რუსთავი 2″- ის „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია QNET -ი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონია დეპუტატ ეკა ბესელიასთან.
კომპანია QNET-ი პატივისა და ღირსების შებღალვისთვის, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2 ”- ისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„კომპანია QNET-ისთვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″- ის შაბათის კურიერში გაშვებული სიუჟეტის შესახებ, სადაც ,,რუსთავი 2″- ის ჟურნალისტი და რეპორტიორი კომპანია QNET-ს მოიხსენიებს, როგორც “ფინანსურ პირამიდას”, “თაღლითურ სქემას” და ა.შ. ,,რუსთავი 2″-ის სრული სიუჟეტი მიეძღვნა კომპანია QNET- ის დისკრედიტაციას და მისი საქმიანობის ხელის შეშლას საქართველოში.
კომპანია QNET არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონია ქალბატონ ეკა ბესელიასთან. გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ სრული სიცრუე. კომპანია QNET წარმოადგენს პირდაპირი გაყიდვების კომპანიას. დაარსებულია 20 წლის წინ მალაიზიაში და ამჟამად 100-ზე მეტი წარმომადგენლობა გააჩნია სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია საქმიანობს კანონმდებლობის შესაბამისად და არანაირი კავშირი არ გააჩნია სიუჟეტში მოყვანილ არალეგალურ ფინანსურ სქემებთან. კომპანია QNET-ის პროდუქცია სერტიფიცირებულია მსოფლიოს აკრედიტირებული ინსტიტუტების მიერ და ფართოდ ტირაჟირდება მსოფლიოს წამყვანი სააგენტოების მეშვეობით.
კომპანია არის “მანჩესტერ სიტის” საფეხბურთო გუნდის სპონსორი და ასევე, სხვა უამრავი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერი. ამის მაგალითია თქვენს ქვეყანაში განხორციელებული არაერთი სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ნახსენები არ იყო თქვენს სიუჟეტში. არანაირი შეხება არ გვაქვს კომპანიის ბიზნესის არალეგალურ საქმიანობასთან, თუკი ასეთი არსებობს. კომპანია პასუხისმგებელია ხარისხიან და სანდო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და თუკი ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე იყენებს ბიზნესის წარმოების არაკანონიერ გზებს, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი მსგავსი ქმედებები გამოძიებული იქნება.
კომპანია QNET-ის პატივისა და ღირსების შებღალვისთვის, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2 ”- ისგან ვითხოვთ საჯარო ბოდიშს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ სასამართლოს, ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები