მამუკა ბახტაძე: ახალგაზრდული ეკონომიკა იქნება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი

0

“ახალგაზრდული ეკონომიკა იქნება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, რათა დამკვიდრდეს მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელიც ახალისებს ინოვაციებს.
„გვქონდა შეხვედრა ჩვენ სტარტაპერებთან და ინოვატორებთან. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული ეკონომიკა იქნება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი. ბევრი საინტერესო ინიციატივა მოვისმინე მათგან. მეც გავაცანი ის ხედვები, რაც მაქვს, რომ ეს სექტორი საქართველოში გავხადოთ ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გვაქვს საქართველოში, რომ დავმკვიდრდეთ მსოფლიო რუკაზე, როგორც ტექნოლოგიური ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც ახალისებს ინოვაციებს, ქვეყანა სადაც ახალგაზრდები და მოსახლეობა ინოვაციებში აქტიურადაა ჩართული. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვექნება შესაბამისი საგადასახადო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, იმედი გვაქვს, საქართველოში მოვიზიდავთ მსოფლიოში წამყვან გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათი წარმომადგენლობითი ოფისები განთავსდეს საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სტარტაპ სულისკვეთების წახალისებას საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი