თბილისში, ვანის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგებთან მიტოვებულ ვაგონს ცეცხლი წაეკიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. დამწვარია 50 კვ. მ. ფართობი.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.