ვახტანგ ხუზმიაშვილი: „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახტანგ ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრის, კოტე იოსელიანის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებების ავტორი, ვერცერთი რესპონდენტი მათ ეთერში ვერ მოხვდება.

“მე, როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად ვემიჯნები ჩვენი არხის ერთ-ერთი გადაცემის ეთერში ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლის, კოტე იოსელიანის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. ეს სცდება პოლიტიკის და ეთიკის ჩარჩოებს და არის ამორალური. ამიტომ ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე. პირადად მე კი, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს და პირობას ვდებ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ავტორი ვერცერთი რესპონდენტი, მმართველი გუნდიდან იქნება ის, თუ ოპოზიციიდან, ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში”,- წერს ვახტანგ ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები