დავით ბაქრაძე: მთავრობის პოზიცია ისევ არაადეკვატურია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს და მიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, გადადგომით, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება დაადასტურა.
„გადადგომის წინ გიორგი კვირიკაშვილმა ისევ ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის პოზიცია ისევ არაადეკვატურია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში. ეს გუნდი მთლიანად უნდა შეიცვალოს, მშვიდობიანი, არჩევნების გზით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები