გია ვოლსკი: პრემიერის გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდებოდით

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც თავად მიაჩნდა საჭიროდ. რაც შეეხება მის შემცვლელს, ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე გუნდში ჯერ არ უსაუბრიათ.
“როგორც ჩანს, გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს, ეს მისი გადაწყვეტილება იყო.
მართალი გითხრათ, მე ველოდებოდი იმ ანგარიშს, რომელზეც გუშინდელ სხდომაზე ვისაუბრეთ.
შემცვლელთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია. ცვლილებებზე ასე სწრაფად ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენს ქვეყანას სტრესები აღარ სჭირდება. მინისტრები მოვალეობებს შეასრულებენ. პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნდა საჭიროდ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდებოდით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები