მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი, შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. შვიდღიანი ვადა აქვს პარლამენტსაც გადაწყვეტილების მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები