ადა მარშანიამ დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მისი ადგილი იქ არაა, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობითაა წარმოდგენილი.
იქ სადაც “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობით არის იქ ჩვენი ადგილი აღარ არის. ეს არის “ქართული ოცნების” სირცხვილი. აბსურდია ეს ყველაფერი”, – განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის გასვლის შემდეგ, კომისიაში 16 წევრი რჩება – მათ შორის ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ ცხრა და „ქართული ოცნების“ ექვსი წევრი. „ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში მონაწილეობაზე თავიდანვე თქვა უარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები