საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

საფრანგეთში სამგზავრო მატარებლი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანია დაშავებული. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური France Info ავრცელებს.
სარკინიგზო ინციდენტი დღეს დილით მოხდა. დადგენილია, რომ შემთხვევა, რელსებზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.
ინდიცენტის შედეგად დაშავებულები სასწრაფოს ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ესონის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა პარალიზებულია. რეგიონში სარკინიგზო კოლაფსის გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მგზავრების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ავტობუსები გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები