ქაბულში, ძლიერ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში, სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამინისტროსთან, ძლიერ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 მძიმედ დაიჭრა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი მოქმედებაში პიკის საათისას მოიყვანა.
ინციდენტი ავღანეთის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამინისტროს შესასვლელთან მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო საათების შემდეგ, შენობას ტოვებდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.