ფლორიდელმა მამაკაცმა პოლიციელი მძიმედ დაჭრა და 4 ბავშვი მძევლად აიყვანა
გუშინ გვიან ღამით, ფლორიდის შტატში, მამაკაცმა პოლიციელი მძიმედ დაჭრა, შემდეგ კი 4 ბავშვი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ქალაქ ორლანდოს პოლიციის უფროსის, ჯონ მაინის თქმით, გვიან ღამით, პოლიციაში ქალბატობმა დარეკა, რომელმაც შველა ითხოვა. ინფორმაციის თანახმად, ქალი მისმა მეგობარმა მამაკაცმა სცემა და ემუქრებოდა. მას შემდეგ, რაც მითითებულ ბინასთან პოლიციის ორი ოფიცერი მივიდა და დამნაშავის დაკავებას შეეცადა, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების მიმართულებით. შედეგად, ერთი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. მას საავადმყოფოში წუხელვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ ხმაურდება.
სროლის შემდეგ, მამაკაცი 4 ბავშვთან ერთად ბინაში ჩაიკეტა. ცნობილია, რომ ბავშვების ასაკი ერთიდან თორმეტ წლამდეა.
ამ ეტაპზე საცხოვრებელ კომპლექსთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რომელიც მაცხოვრებლების ევაკუაციას ახორციელებენ. ამ დრომდე, პოლიცია არ აკონკრეტებს დამნაშავის ვინაობას.