თედო ისაკაძე: “ნაცმოს” დესტრუქციული ხასიათიდან გამომდინარე, გაბოროტებულები, აშკარა პროვოკაციებზე გადავლენ!

„ნაცმოს დესტრუქციული ხასიათიდან გამომდინარე, გაბოროტებულები, აშკარა პროვოკაციებზე გადავლენ!“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი თედო ისაკაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან.
ამასთან, თედო ისაკაძის განცხადებით, დაანონსებულ აქციაზე ორგანიზატორებს, ყველაზე ნაკლებად, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება აინტერესებთ.
მისივე თქმით, შვილმკვდარი მამა კი მათი მძევალია.
„მსგავსი ხმამაღლა დაანონსებული და რ2-ის პოლიტ და PR ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი და ასე სამარცხვინოდ ჩაფლავებული აქცია არ მახსენდება საქართველოს ისტორიიდან.
მიზეზი: აშკარად გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც გაიაზრა, რომ, ორგანიზატორებს, ყველაზე ნაკლებად, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიება აინტერესებთ. გასაცოდავებული შვილმკვდარი მამა კი მათი მძევალია.
ახლა, ნაცმოს დესტრუქციული ხასიათიდან გამომდინარე, გაბოროტებულები, აშკარა პროვოკაციებზე გადავლენ!“ – წერს თედო ისაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები