დავით ზურაბიშვილი: სულ მაქვს განცდა, რომ ყველა ეგეთი ტიპი, ძირითადად, „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი, მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის თაობაზე, სოციალურ ქსელში სტატუსს წერს.
ის შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„ასეთი ტიპები ხომ შეგხვედრიათ: შუახანს მიტანებულნი, ასე, ორმოცდაათს პლუს–მინუს ორი–სამი წელი, შეფერთხილ–მოტეხილნი, ძირითადად შავები რომ აცვიათ, ოდესღაც ნაბირჟავებ–ნაძველბიჭარნი და ნაკაიფარ–ნაქეიფარნი, ძმაკაცებთან ერთად ნაშებში ნაგულავები წლების ნოსტალგია რომ ატყვიათ მუდმივი პახმელიით დაღდასმულ სახეზე, აფხაზეთში თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ნაომარნი, “ნიტო” მხედრიონი რომ გამოუვლიათ, “ნიტო” თეთრი გიორგი, “ნიტო” კიტოვანის გვარდია, “ნიტო” ზვიად გამსახურდიას დაცვა, ახლა კი გაღარიბებულ–გაღატაკებულნი, ორი–სამი ლარის საშოვნელად რომ დაჩალიჩობენ უბანში და გამვლელებს ემათხოვრებიან, რათა მყრალი არაყი და არანაკლებ მყრალი პივა იყიდონ, თან რომ უტყდებათ საკუთარი მდგომარეობა, თან რომ თავს არ უტყდებიან და ყინჩად იყურებიან აქეთ–იქით, “არაფერი შეგეშალოთ ძმაო” შინაარსის მზერით? ჰოდა, სულ მაქვს განცდა, რომ ყველა ეგეთი ტიპი, ძირითადად, „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველია“ – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები